ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 107 კრიტერიუმს აერთიანებს.
ბლოკი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - მოიცავს 11 ქვებლოკსა და 54 კრიტერიუმს.
ბლოკი 2. ელექტრონული მმართველობა - მოიცავს 4 ქვებლოკსა და 28 კრიტერიუმს.
ბლოკი 3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება - მოიცავს 2 ქვებლოკსა და 25 კრიტერიუმს.
მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლოკი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.
გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება შემდეგი დამატებითი საშუალებები:
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო.
შეფასებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობას იღებენ რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეფასება ხორციელდება ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით.
პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაეცნონ საკუთარი შეფასების შედეგებს და დააფიქსირონ შენიშვნები. პროექტის გუნდი ყველა დასაბუთებულ შენიშვნას ითვალისწინებს შეფასების საბოლოო ანგარიშში.